საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

უნივერსიტეტებში დაიწყო 2016-2017 წლის პირველი სემესტრის სწავლება საარჩევნო სამართლის დარგში

30.09.2016
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის გაღრმავების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრი 2010 წლიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით 19 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო კულტურის გაღრმავებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში („სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“), როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (მედიის სკოლა) სტუდენტებისთვის. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

2016-2017 წლის პირველ სემესტრში ცესკოს სწავლების ცენტრი “საარჩევნო სამართლის დარგში” სასწავლო პროგრამას ახორციელებს 8 უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის:

  • სულხან-საბა ორბელიანის  სასწავლო  უნივერსიტეტი (სამართლის ფაკულტეტი)
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი(სამართლის სკოლა)
  • აღმოსავლეთ  ევროპის    სასწავლო    უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი)
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი)
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი)
  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
  • ილისა სახელობის უნივერსიტეტი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი(მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)

სასწავლო პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ მომზადდა ელექტრონული პრეზენტაციები, დამხმარე სახელმძღვანელოები ლექტორებისათვისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia