ცესკოს სწავლების ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ. მონაწილეებს უსინათლო ამომრჩევლთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიზნით შემუშავებული საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩოს გამოყენების შესახებაც მიეწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს 2016 წელს განხორციელებული საქმიანობები და ამ მიმართულებით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი საკითხები.
შეხვედრას ცესკოს წევრებთან და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.