საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი თემაზე '' არჩევნები და უსაფრთხოება'' საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის

28.07.2016
ბეჭდვა

არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია ახალ ინიციატივებს ახორციელებს.

ცესკოს, სწავლების ცენტრის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიან ტრენინგს გადიან.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა მედიასთან მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება, - „აუცილებელია საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად კარგად არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდეც. შესაბამისად, ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი როლი საარჩევნო პროცესში. ცესკო თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ მისი როლი მაქსიმალურად კარგად შეასრულოს და საარჩევნო პროცესის უმაღლეს დონეზე შესრულება უზრუნველყოს“, - აღნიშნა IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა.

ტრენინგის მონაწილეები, არჩევნების ჭრილში კონფლიქტებისა და მათი გადაჭრის გზებს, ასევე დაცულობის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ. ტრენინგს, IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუ მოჰანი ატარებს, რომელიც 2001 წლიდან დღემდე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტებს ხელმძღვანელობს და წამყვანი ექსპერტია საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში.

მიღებულ ცოდნას ტრენინგის მონაწილეები შემდგომ უკვე მათი უწყებების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით (IFES) ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia