საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ქცევის კოდექსთან დაკავშირებით

25.07.2016
ბეჭდვა

2016 წლის 25 ივლისს, პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ერთობლივი ქცევის კოდექსის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც კოდექსის პროექტი განიხილეს. აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში არიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“).

საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის კოდექსი, მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ხელი მოაწერონ საბოლოო დოკუმენტს, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.

სამუშაო ჯგუფი ქცევის კოდექსის საბოლოო პროექტს პირველ აგვისტომდე წარუდგენს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
232425262728 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia