საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

15.07.2016
ბეჭდვა

2016 წლის 15 ივლისიდან „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. 18-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე. ტრენინგი 25 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.  

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრმა მონაწილე ტრენერთა (ToT) მომზადება განახორციელა, რომლის ფარგლებში 46 ტრენერმა გაიარა საჭირო გადამზადება.

პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო,  რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

2015 წელს პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა; სწავლება 20 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება.

კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია და წარადგინოთ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 16-დან 21 ივლისის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროექტი, ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  2 51 00 51

საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ჩატარდება ტრენინგები:

გურჯაანი, რუსთაველის №18

სიღნაღი, აღმაშენებლის №13 

თელავი, დავითაშვილის №2

რუსთავი, ფიროსმანის №19

გარდაბანი, აღმაშენებლის №36

მარნეული, რუსთაველის №69

დუშეთი, კოსტავას №23

გორი, სამების №1

ბორჯომი, წმინდა ნინოს №11

ახალციხე, რუსთაველის №45

ამბროლაური, აღმაშენებლის №18

საჩხერე, მაჭავარიანის №41

ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ №31

ოზურგეთი, დოლიძის №1

სენაკი, რუსთაველის №223

ზუგდიდი, კოსტავას №58

ფოთი, 26 მაისის ქ.№7

ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27

ქობულეთი, მემედ აბაშიძის №10

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia