2011 წლის 28 თებერვლიდან 4 მარტამდე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკას ესტუმრნენ. მათ შეხვედრები გამართეს ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერსთან ქ-ნ სოლვიტა აბოლტინასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ბ-ნ არნის ციმდარსთან და ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა ოფიციალურ პირებთან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წევრებს.
ლატვიაში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ელექტრონული სწავლების მეთოდიკაში (E-learning) ლატვიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრების შედეგად დაიგეგმა კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონში საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ვიზიტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.