საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები

18.10.2010
ბეჭდვა

 

2010 წლის 7 ივლისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა საარჩევნო კულტურის ამაღლება და სკოლებში თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობა.

პროექტში მონაწილეობა მიიღო რვა ქალაქის (გურჯაანი, მარნეული, რუსთავი, გორი, ხაშური, ახალციხე, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი) 24 საჯარო სკოლამ, მათ შორის ერთი აზერბაიჯანულენოვანი (მარნეულის #3) და ერთი სომხურენოვანი (ახალციხის #3) სკოლა.

პირველ ეტაპზე მომზადდნენ ფასილიტატორები, რომლებმაც განახორციელეს ტრენინგების ციკლი სამოქალაქო აღზრდის პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის. მომზადდა ინსტრუქცია „სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისათვის“. ინსტრუქციაში მოცემული იყო ადვილად შესრულებადი საარჩევნო პროცედურები, რჩევები არჩევნების ორგანიზატორთათვის, რათა საარჩევნო პროცესი სამართლიანი და გასაგები ყოფილიყო მოსწავლეთათვის.

პროექტის ფარგლებში, 2010 წლის 11-15 ოქტომბერს, საპილოტე სკოლებში ჩატარდა მე-7 მე-12 კლასების მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნები. შეიქმნა საარჩევნო კომისიები, რომლებიც მთლიანად დაკომპლექტდა სკოლის მოსწავლეებით. მათ გამოავლინეს არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა, არამედ ის უნარ-ჩვევებიც, რომელიც აუცილებელია კომისიის თითოეული წევრისათვის, რაც მოსწავლეებისა და ტრენერების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728
29
3031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia