საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი პროექტისთვის „საარჩევნო განვითარების სკოლა“

04.07.2016
ბეჭდვა

2016 წლის 25 ივლისიდან - 5 აგვისტოს ჩათვლით ოც მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ახალი ეტაპი იწყება.

დღეს 4 ივლისს, დაბა გუდაურში,  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ცესკოს სწავლების ცენტრმა პროექტში მონაწილე ტრენერთა (ToT) მომზადება დაიწყო, რომლის ფარგლებში 46 ტრენერი საჭირო გადამზადებას გაივლის. ტრენერთა ტრენინგი 7 ივლისს დასრულდება.

სწავლების დაწყებამდე, მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი   მიესალმნენ.

გადამზადებული ტრენერები, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები არიან, უზრუნველყოფენ ტრენინგების ჩატარებას საარჩევნო განვითარების სკოლებში.

საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საარჩევნო განვითარების სკოლის მონაწილეები, 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები გაეცნობიან.   

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობასა და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

ტრენერთა სწავლების პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
232425262728 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia