საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა სემესტრული სწავლება „საარჩევნო სამართლის დარგში“

04.07.2016
ბეჭდვა

„საარჩევნო სამართლის დარგში“ სასწავლო კურსის მორიგი ეტაპი (2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი) დასრულდა. სასწავლო კურსი ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და თბილისში მდებარე 10 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში განხორციელდა, მათ შორის:

  1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  3. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
  4. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
  5. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში
  6. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
  7. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
  8. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
  9. გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში
  10. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრესიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტებმა კი სასწავლო კურსი უშუალოდ სწავლების ცენტრში, იურიდიული კლინიკის ფორმატში გაიარა.

საქართველოს საარჩევნო სამართლის ისტორია, საარჩევნო სამართლის წყაროები და პრინციპები, საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი და სისტემა, წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების დაფინანსება, არჩევნების მონიტორინგი და მედია, საარჩევნო დავები, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პარლამენტის არჩევნები, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები, ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელიც პროგრამაში მონაწილე 434 სტუდენტებმა სასწავლო კურსის ფარგლებში გაიარა.

ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსი „საარჩვნო სამართლის დარგში“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობას, სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამა სემესტრულად ხორციელდება 19 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. 2010 წლიდან დღემდე სასწავლო კურსი გაიარა 3317 სტუდენტმა.

 

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia