საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს საჯარო სკოლებში შიდა არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა

03.06.2016
ბეჭდვა

2016 წლის 10 ივნისს ქვეყნის მასშტაბით, 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში ტარდება თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თანამშრომლობის ინიციატივის საფუძველზე ცესკო და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში შიდა არჩევნების ჩატარების ხელშეწყობას, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლების გადამზადების პროექტის განხორციელების გზით.

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამა „საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები და კენჭისყრის დღის პროცედურები“ გაიარა საგანმანათლებლო რესურსცენტრების 153 წარმომადგენელმა. ტრენინგები განხორციელდა ცესკოს სწავლების ცენტრში, რომლის მიმდინარეობა დასრულდა 2016 წლის 3 ივნისს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ასევე გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო-სასწავლო მასალა, მათ შორის, სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელი საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შემუშავებული ე.წ. სამახსოვრო ინსტრუქციები. შეთანხმებული კონცეფციის შესაბამისად, სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ საჯარო სკოლებში შექმნილი საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლებას.

ცესკო და სწავლების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების კუთხით, მათ შორის, სხვადასხვა ორგანიზაციებში/დაწესებულებებში შიდა არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის 2016 წლის სამოქმედო გეგმით გაწერილ მიზნებსა და ამოცანებს ეხმიანება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia