2016 წლის 25 მაისს უნივერსიტეტებში დასრულდა პროექტის “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობას, სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო პროცედურებში და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ 9 უნივერსიტეტში, მათ შორის 3 რეგიონულ უნივერსიტეტში:
და თბილისში მდებარე 6 უნივერსიტეტში:
პროექტის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის ჩატარდა 1 საათიანი სემინარები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 18-დან 21 წლამდე ასაკის 565-მა ახალგაზრდა ამომრჩეველმა. სემინარების ჩატარება უზრუნველყვეს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა.