გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების და ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნების ტრენინგების შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად 25 აპრილს დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.
საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები უზრუნველყოფენ გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების და ქალაქ თბილისის N 10 გლდანის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ეტაპობრივად ჩატარებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი გაგრძელდება 27 აპრილის ჩათვლით.