საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგები

16.10.2013
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისა და ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრებისათვის.

სასწავლო პროგრამას ახორციელებს ცესკოს სწავლების ცენტრი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.

პროექტი სამ ეტაპს მოიცავს:

I ეტაპი - სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა გადამზადება (ტრენერთა ტრენინგი)

II ეტაპი - ტრენერთა მიერ სასწავლო პროგრამის განხორციელება სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლებისათვის

III ეტაპი - ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაიწყო. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზების საკითხებს, სააგიტაციო მასალების განთავსებისა და ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების წესს, პატიმრების მიერ ხმის მიცემის პროცედურებს. ტრენინგის პრაქტიკული სწავლების ფორმატში, ასევე მოეწყო ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო ფილმის ”კენჭისყრის დღის პროცედურების” ჩვენება.

მონაწილეებს გადაეცათ ცესკოს სწავლების ცენტრისა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ  მომზადებული  დამხმარე სახელმძღვანელოები.

პატიმრების მიერ საარჩევნო უფლების სრულფასოვნად რეალიზებასთან დაკავშირებით მათი ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით მომზადდა შესაბამისი საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები, რომლებიც გადაეცათ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციებს მათი გავრცელების უზრუნველსაყოფად.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223
24
2526
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia