საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები დასრულდა.
მოქალაქეებს 30 მუნიციპალიტეტში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურა. გამოცდის ჩაბარების მსურველებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თბილისი (4 საგამოცდო ცენტრი), გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ხულო.
გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 7429 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 5475 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიკატი 5410-მა პირმა მიიღო (ქალი-4291; კაცი-1119). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები, მიმდინარე წლის 10-27 მაისის პერიოდში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით განახორციელა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |