საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2024 წლის მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება

27.02.2024
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდებს ატარებს.

მიმდინარე წელს აღნიშნული გამოცდები 22 მარტიდან იწყება და საქართველოს მასშტაბით გახსნილ 12 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თბილისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი, ბათუმი.

სერტიფიცირების გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 7-13 მარტი. აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გამოცდაზე დარეგისტრირდეს დისტანციურად ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით. დისტანციური რეგისტრაციის ბმული სწავლების ცენტრის საიტზე განთავსდება და გააქტიურდება მიმდინარე წლის 7 მარტს. ამავე თარიღში გამოქვეყნდება საგამოცდო ცენტრებისა და გამოცდის სამდივნოების მისამართები.

სერტიფიცირების პროცესში უცვლელი ფორმით გამოიყენება ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საგამოცდო ტესტები, რომლებიც მომზადებულია სწავლების ცენტრის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას.

გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

სწავლების ცენტრი მოქალაქეებს ასევე სთავაზობს შესაძლებლობას, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. მოსამზადებელი კურსის გავლის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ გამოცდაზე რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში დამატებით უნდა მონიშნოს შესაბამისი თანხმობის ველი.

სერტიფიცირების გამოცდის ჩატარების წესი და პირობები დეტალურად განსაზღვრულია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებით.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78
9
10111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia