საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია

28.11.2023
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. სარეგისტრაციო პროცესი 2023 წლის 21–27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, როგორც დისტანციურად (ელექტრონული ფორმით), ისე საქართველოს მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მომსახურების მიზნებისთვის შექმნილი სამდივნოების მეშვეობით.

გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით 1773-მა მოქალაქემ დააფიქსირა (ქალი-1310; კაცი-463), რაც, გამოცდაზე ჯამურად მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით 40%-ს შეადგენს (საგამოცდო ცენტრების მიხედვით რეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე).

სწავლების ცენტრმა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველებს შესთავაზა შესაძლებლობა, სერტიფიცირების გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. გამოცდაზე რეგისტრირებულ პირთაგან ამ კურსის გავლაზე თანხმობა 1110 მოქალაქემ (95%) დააფიქსირა. სწავლების ცენტრის წარმომადგენლები შესაბამის სასწავლო პროგრამას, დისტანციურ ფორმატში, მიმდინარე წლის 29 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარებენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები 4-7 დეკემბერს განხორციელდება.

სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია ბმულზე (საკითხები გამოცდაზე უცვლელი ფორმით გამოიყენება).

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia