საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა ცესკოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე

07.04.2023
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა ბორჯომში დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის გენდერისა და ინკლუზიის მენეჯერმა მირანდა ტყაბლაძემ,  ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია ზარიძემ და ექსპერტმა ირმა პავლიაშვილმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხების მნიშვნელობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა - „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გენდერული თანასწორობა და ინკლუზიური საარჩევნო პროცესის მხარდაჭერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ინსტიტუციის ხედვას ამ მიმართულებით საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებით. ორი დღის განმავლობაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, IFES-ის მხარდაჭერით, ცესკოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უკვე არსებულ დოკუმენტს განვიხილავთ  და შესაბამისობაში მოვიყვანთ ინსტიტუციის წინაშე ამ დროისათვის არსებულ გამოწვევებთან. შევიმუშავებთ სათანადო სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას, იმისთვის რომ, როგორც 2024 წლის, ისე შემდგომი საერთო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები ამ მიმართულებით.“ 

სამუშაო შეხვედრა ცესკოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტის შეფასების ანგარიში, მიგნებები და რეკომენდაციების გაცნობით დაიწყო, რომელიც ირმა პავლიაშვილმა წარადგინა. ორი დღის განმავლობაში კი შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვა, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და ა.შ.

სამუშაო შეხვედრა ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და IFES-ის მხარდაჭერით იმართება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia