საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის - 2022- 2023 წელი (შემოდგომის სემესტრი) - სტატისტიკა 2023

21.02.2023
ბეჭდვა

დასახელება: საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის

მიზანი: პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავება საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

სამიზნე  ჯგუფი: პარტნიორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

სასწავლო მოდულები: არჩევნების ცნება, არჩევნების სახეები და პერიოდულობა; საარჩევნო სისტემები, საქართველოს საარჩევნო სამართლის წყაროები და პრინციპები; საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის მართვის ორგანო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებები და მუშაობის წესი; არჩევნებში ჩართული მხარეები; ამომრჩეველთა რეგისტრაცია; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა; არჩევნების დაფინანსება; კენჭისყრის დრო და ადგილი; საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება; კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება/დადგენა; საარჩევნო დავები; საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები; საქართველოს პარლამენტის არჩევნები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები; თვითმმართველი ქალაქის მერის (თვითმმართველი თემის გამგებლის) არჩევნები; რეფერენდუმი, პლებისციტი. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სერვისების და იმ ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესში პილოტის სახით განხორციელდა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით  უნივერსიტეტებში გაიმართა მოდელირებული სასამართლო პროცესები.

განხორციელების პერიოდი: 19 სექტემბერი, 2022 წელი  - 25 იანვარი, 2023 წელი

მონაწილეთა სტატისტიკა: სასწავლო კურსი გაიარა 4 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 191 სტუდენტმა (ქალი - 118; კაცი - 73); მათ შორის იურიდიული კლინიკის ფორმატში სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 145 სტუდენტმა (ქალი - 96; კაცი-49).

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia