საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პარტნიორ უნივერსიტეტებში საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო პროგრამის განხორციელება გრძელდება

22.09.2022
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. უნივერსიტეტებთან პარტნიორობის ფარგლებში სწავლების ცენტრი ყოველწლიურად, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრში, ახორციელებს საავტორო პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში.

პროგრამა თანამედროვე სწავლების სტრატეგიას ეფუძნება - დიდი ყურადღება ეთმობა სტუდენტების როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკაში პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწას. იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, საკანონმდებლო სიახლეებსა და საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკას. ახალგაზრდები ასევე მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სერვისების და იმ ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესში პილოტის სახით ხორციელდება.

უნივერსიტეტებში საშემოდგომო სემესტრული სწავლების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ლექტორები უზრუნველყოფენ. სასწავლო პროგრამა ეხმიანება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სტრატეგიულ პრიორიტეტს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის განმტკიცებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების მომზადებას.

ცესკო და სწავლების ცენტრი 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს თბილისსა და რეგიონებში მოქმედ უნივერსიტეტებთან.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia