საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს „ახალგაზრდული ბანაკები“ მსურველთა მიღებას იწყებს

11.07.2022
ბეჭდვა

25 ივლისიდან ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იწყებს საგანმანათლებლო საარჩევნო პროექტს „ახალგაზრდული ბანაკები“, რომლის ფარგლებშიც 21-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ოთხდღიანი სასწავლო კურსი და მიიღონ ცოდნა საარჩევნო თემებზე.

ახალგაზრდული ბანაკების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: არჩევნების ისტორია, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი), საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, გენდერი და არჩევნები, აბსენტეიზმი, პერსონალური მონაცემების დაცვა, არჩევნების უსაფრთხოება, მედიასთან კომუნიკაცია, დეზინფორმაცია, დებატების კულტურა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პროექტის მონაწილეები შესაბამის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ  საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების, სწავლების ცენტრის წარმომადგენლების და  მოწვეული ექსპერტებისგან.

საგანმანათლებლო საარჩევნო პროგრამაში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებაც.

„ახალგაზრდული ბანაკები“  ჩატარდება დაბა ბაკურიანში. მონაწილეთა ტრანსპორტირებას,  სასტუმროში (ბანაკში) განთავსებასა და კვებას უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

სასწავლო კურსის გავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით 11 ივლისიდან 18 ივლისის 24:00 სთ-მდე (დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით); შევსებულ აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტო ასლი. მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  2 51 00 51.

საგანმანათლებლო საარჩევნო პროექტს „ახალგაზრდული ბანაკები“ ცესკო 2020 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და საარჩევნო პროცესებისადმი მონაწილეთა ინტერესის გაღრმავება, ასევე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესახებ

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia