საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს სწავლების ცენტრის და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

13.06.2022
ბეჭდვა

ცესკო და  სწავლების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად ახალგაზრდების საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განლაგებულ საჯარო სკოლებში განხორციელდა.

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების და ამ მიმართებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები VII-XII კლასის მოსწავლეებთან 2022 წლის 1-10 ივნისის პერიოდში რვა მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, მარნეული, წალკა) განლაგებულ 22 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის როლის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზების გარანტიები (მათ შორის ხმის მიცემის ფარულობა და კენჭისყრის პროცესის უსაფრთხოება),  ინკლუზიურ საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშემწყობი პირობები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისები - ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან განიხილეს. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა კი ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს და არჩევნების სანდოობის ზრდის ხელშემწყობი ინსტრუმენტები (დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაცია, საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა) გააცნეს.

მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სკოლებში მოეწყო კენჭისყრის იმიტირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა მოირგეს როგორც ამომრჩევლის, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლები.  

აღნიშნული პროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშემწყობი პროგრამის ნაწილია. პირველ ეტაპზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ცესკოს სწავლების ცენტრმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განლაგებული საჯარო სკოლების 51 სამოქალაქო განათლების პედაგოგი გადაამზადა; მიმდინარე წლის 1-10 ივნისის პერიოდში ჩატარებული პროგრამის უშუალო ბენეფიციარები კი 22 საჯაროს სკოლის 560 მოსწავლე იყო (ქალი - 327; კაცი - 233).

ვიდეო გალერეა

საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia