საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო სკოლებში საინფორმაციო სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ გრძელდება

30.03.2022
ბეჭდვა

300-მდე საჯარო სკოლის მოსწავლე საარჩევნო საკითხებს ეცნობა. 64 მუნიციპალიტეტის სასწავლებლებში ახალგაზრდები უმნიშვნელოვანეს საარჩევნო თემებს განიხილავენ, რაც საბოლოო ჯამში მათი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ წელს განახლებული კონცეფციის საფუძველზე ხორციელდება; სასწავლო პროგრამა ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ არის შემუშავებული და მოიცავს საკითხებს, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს მოტივაციას უფრო მეტად დაინტერესდნენ საარჩევნო პროცესებით და სურვილის შემთხვევაში ამ პროცესების აქტიური მონაწილეებიც გახდნენ.

სამდღიანი სწავლების ფარგლებში ახალგაზრდები გადიან როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას, მათ შორის ეცნობიან ინფორმაციას ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესახებ; დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის უარყოფითი შედეგების გავლენებზე, არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით  საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ  დანერგილ სერვისებზე და ა.შ. იმართება დებატებიც. ამასთან, კურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ხვდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და პირადად აწვდიან ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხების შესახებ.

არჩევნების და ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე დღეს თბილისის 192-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე სწორედ ამ მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად შეხვდა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ამ მნიშვნელოვანი პროექტის ყველა მონაწილეს,  სწავლების ცენტრსა და განათლების სამინისტროს, იმისათვის, რომ გვაქვს საშუალება ასეთი ბრწყინვალე პროექტი განვახორციელოთ. საფუძველი ჩავუყაროთ იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, ამომრჩევლებს და სწორედ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაზიარება, რომ ჩვენ, ყველანი სკოლის ასაკიდან დაწყებული, ვიდრე ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვატარებთ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას და ეს არის  პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე“,- განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება. დღემდე მასში მონაწილეობა 738 საჯარო სკოლის 13 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

ვიდეო გალერეა

საჯარო სკოლებში საინფორმაციო სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ გრძელდება

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia