საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ელექტრონული სასწავლო პროგრამა „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ შემუშავდა

23.03.2022
ბეჭდვა

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მიმდინარე ტრენინგებზე ინტენსიური პრაქტიკული სწავლება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას ეთმობა. ამ საკითხზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცების მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, დამატებითი რესურსის სახით  შესაბამისი ელექტრონული სასწავლო პროგრამა შეიმუშავა.

აღნიშნულ ელექტრონულ სასწავლო პროგრამას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მდივანი) მათთვის პირისპირ ფორმატში, ცენტრალიზებულად, ჩატარებული პროფილური ტრენინგების დასრულებისთანავე გაივლიან. ელექტრონულ სასწავლო რესურსზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქის შენობებში კომპიუტერული ტექნიკით მოწყობილ შესაბამის სივრცეში.

ამ ეტაპისთვის პირისპირ ტრენინგების ციკლი დასრულდა №20 რუსთავის და №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 117 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის. 23 მარტს ჩატარებული VI ეტაპის ტრენინგები დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლებას (დეტალური სტატისტიკა მოცემულია ბმულზე). 24-28 მარტის პერიოდში, 117 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხზე ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას გადაამოწმებენ პრაქტიკის მიზნებისთვის დამატებითი რესურსის სახით შემუშავებული ელექტრონული პროგრამის „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ მეშვეობით (გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე). 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia