საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო ფორუმი საჯარო მოხელეებთან

27.09.2021
ბეჭდვა

თავისუფალი და სანდო არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მნიშვნელობის გათვალისწინებით, 27 სექტემბერს, ცესკოს, სწავლების ცენტრისა და საჯარო სამსახურის ბიუროს პარტნიორობით, საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო ფორუმი გაიმართა.

შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ და ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს საჯარო მოსამსახურეების როლზე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესში.

ფორუმზე მომხსენებლებად მიწვეულმა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, საჯარო მოხელეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

  • საჯარო მოსამსახურის უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესებში
  • წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოება, აგიტაციაში მონაწილეობა - შეზღუდვები და აკრძალვები
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - შეზღუდვები და აკრძალვები
  • საერთაშორისო სტანდარტები ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენებასთან დაკავშირებით
  • საარჩევნო პროცესში თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება - შეზღუდვები და აკრძალვები
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსისა და თანამდებობრივი /სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება

საინფორმაციო ფორუმი დისტანციურ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა ცენტრალური და მუნიციპალური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლება მიიღეს.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    
1
23
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia