საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეციალური ჯგუფის წევრებისთვის

18.09.2021
ბეჭდვა

ცესკოს სწავლების ცენტრი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, ახორციელებს საინფორმაციო - სასწავლო კურსს პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეციალური ჯგუფების წევრებისთვის.

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, გადამზადებას გაივლის საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • საარჩევნო უბნის შექმნა პენიტენციურ დაწესებულებაში და უფლებამოსილების ვადა;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების/დამკვირვებლების/საარჩევნო სუბიექტების/მედია საშუალებების წარმომადგენლების მიერ სავალდებულო კარანტინის გავლის წესი;
  • კენჭისყრის დღისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებები;
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები;
  • კენჭიყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის გათვალისწინებით;
  • კენჭისყრის პროცესის უსაფრთხოება;
  • კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდებობის აღრიცხვა;
  • საარჩევნო უბნის დახურვა ხმების დათვლამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლის პროცესი;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკა;
  • კენჭიყრის დღის განცხადებები/საჩივრები.

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 7 ტრენერი (საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში). სწავლება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia