საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების V ეტაპი

16.09.2021
ბეჭდვა

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 17 სექტემბრიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების V ეტაპი, რომელიც ეთმობა საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის გადამზადებას.

ტრენინგების ფარგლებში საუბნო კომისიების წევრები პრაქტიკულად განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ფუნქციების შესრულება ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესში ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვით მომსახურების უზრუნველსაყოფად;
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების მიერ მონაცემთა დათვლის სიმულაცია;
  • საარჩევნო ყუთების გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურა - მთვლელების მიერ ამომრჩეველთა სიებში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების გადათვლისა და ამომრჩეველთა სიების დალუქვის სიმულაცია;
  • საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების/დათვლის/დალუქვის პროცედურა.

ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნობიან კენჭისყრის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. 

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები V ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 17-24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა IV ეტაპის ტრენინგები 2021 წლის 12 - 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 3633 საუბნო საარჩევნო კომისიის 9 495 წევრმა (შენიშვნა: მონაცემებში არ არის შეყვანილი N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა (საპილოტე პროექტის ფარგლებში მონაცემი ცალკე მუშავდება)). დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
ივლისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    1
2
3
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2022 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia