საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ქალთა საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა

02.09.2021
ბეჭდვა

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ქალთა საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა პასიური საარჩევნო უფლების განსახორციელებლად“.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები (პოლიტიკური პარტიები/საინიციატივო ჯგუფები).

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ მიმოიხილეს საკანონმდებლო სიახლეები, რომელიც მიმართულია არჩევნებში კანდიდატი ქალების მონაწილეობის ზრდაზე და მანდატის ფარგლებში გამოხატეს მზაობა, სასწავლო პროექტების განხორციელებით ხელი შეეწყოს საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გააქტიურებას და საარჩევნო საკითხებზე მათი ინფორმირებულობის ზრდას.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: გენდერული თანასწორობა არჩევნებში; ძირითადი საკანონმდებლო სიახლეები მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან მიმართებით; საკრებულოს წევრობის/მერობის კანდიდატის რეგისტრაციის წესი და ვადა; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში; კიბერშევიწროვების პრევენცია; საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა (კომუნიკაცია საარჩევნო კომისიებთან; კენჭისყრის დღე; საარჩევნო დავები).

საინფორმაციო შეხვედრა 2 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა 12 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილმა 29 ქალმა მიიღო.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31
     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia