საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა IV ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის

21.10.2020
ბეჭდვა

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება IV ეტაპის ტრენინგები.

აღნიშნულ ეტაპზე გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლება პროფილური პროგრამით, რომლის ფარგლებში განიხილება შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები კენჭისყრის პროცესში და რეაგირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო და საზედამხედველო ფუნქციები საარჩევნო უბნის დახურვისა და ხმების დათვლის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენცია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენცია საოლქო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში;
  • კენჭისყრის განცხადებები/საჩივრები - რეგისტრაცია და რეაგირება;
  • კენჭისყრის დღეს ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები;
  • ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები.

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სატრენინგო პროგრამა  ჩატარდება სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

IV ეტაპის ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები 2020 წლის 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას დაეთმო.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia