საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა სასწავლო პროექტში “საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია

03.04.2020
ბეჭდვა

სასწავლო პროექტში „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. 2020 წლის 16 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 11 500-მდე განაცხადი შემოვიდა.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს მოქალაქეთა პროფილურ სწავლებას კენჭისყრის დღის პროცედურებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას.

ზემოაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ტრენინგების განხორციელება გათვალისწინებული იყო 2020 წლის 28 აპრილიდან 29 მაისის ჩათვლით პერიოდში, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ადგილების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიებზე, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების საფუძველზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომებიდან გამომდინარე, სასწავლო პროექტის განხორციელება ამ ეტაპისთვის 2020 წლის მაისი-ივნისის პერიოდისთვის გადაიდო.

საინფორმაციო-სასწავლო კურსის განხორციელების თარიღების დაზუსტების შემდგომ, ტრენინგების გრაფიკები განთავსდება სწავლების ცენტრისა და ცესკოს ვებგვერდებზე. პროგრამისთვის შერჩეული მონაწილეების ინფორმირებასა და ტრენინგებზე მოწვევას უზრუნველყოფენ საოლქო საარჩევნო კომისიები.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
1819
20
21222324
25262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia