საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს

05.02.2020
ბეჭდვა

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. 2015-2019 წლებში პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, წელს პირველად, საარჩევნო განვითარების სკოლები ზამთარშიც ჩატარდება.

18-25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სწავლება საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. სასწავლო კურსი 17-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.

"საარჩევნო განვითარების სკოლის" სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მუდმივად ვითარდება და  წელს სასწავლო კურსს შემდეგი საკითხები დაემატა: ხმის მიცემის ელექტრონული საშუალებები, არჩევნები და კვლევები, დეზინფორმაცია და ყალბი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში.

პროექტის მეშვეობით გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

თებერვალში სწავლება რვა ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) გაიმართება.

სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და წარადგინონ ზემოაღნიშნულ ქალაქებში არსებულ საოლქო საარჩევნო კომისიებში, ხოლო თბილისში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 6-დან 13 თებერვლის ჩათვლით. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროექტი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51

მისამართები, სადაც ჩატარდება საარჩევნო განვითარების სკოლები:

 

№

№

ოლქი

მისამართი

1

 

თბილისი

ცესკო, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

2

17

თელავი

თელავი, დავითაშვილის ქ. №2

3

20

რუსთავი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19

4

32

გორი

გორი, სამების ქ. №1

5

37

ახალციხე

რუსთაველის ქ. №65 (ახალციხის ზრდასრულთა განვითარების ცენტრის შენობა)

6

59

ქუთაისი

ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №31

7

67

ზუგდიდი

ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58

8

79

ბათუმი

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №27

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
202122232425
26
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia