საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

17.10.2018
ბეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 12 - 14 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.  

პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები კენჭისყრის პროცესში და რეაგირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის დახურვის პროცესში;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები დათვლის პროცესში და რეაგირება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენცია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენასა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა.

ჩატარებულ ტრენინგებს ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის და 5 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლები დაესწრნენ:

  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი (OSCE/ODIHR);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921;
  • დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;
  • საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი;
  • საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი.

III ეტაპის ტრენინგები გაიარა 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის 9478 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 7129, კაცი - 2349. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia