საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის
2018 წლის 18 სექტემბრიდან იწყება ტრენინგები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნობიან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს:
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა;
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
- არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში;
- არჩევნების საანდოობა და უსაფრთხოება.
73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთათვის სასწავლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული 15 ტრენერი. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნობიან სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულ სასწავლო ხასიათის ინსტრუქციას, რომლის მიხედვით საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ეპიზოდური ინსცენირების ფორმატში, გააცნობენ პირველი სხდომის გამართვის წესს და ხელმძღვანელი პირების არჩევასთან დაკავშირებულ პროცედურას.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 2018 წლის 24 სექტემბერს დასრულდება. დეტალური გრაფიკი იხილეთ ბმულზე.