EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გადამზადების მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა დაიწყო სასწავლო კურსის განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებისთვის. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები უზრუნველყოფენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას. 

ღონისძიება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს, რომლებმაც მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების მიმართულებით შემუშავებული სიახლეები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ კონცეფციაზე.

ღონისძიების ფარგლებში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელმა დავით ღონღაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა ნოდარ სააკაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს არჩევნების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები გააცნეს.

მონაწილეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში ეცნობიან  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის:

  • საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების ახალი კონცეფცია - პროფილური პროგრამებით სწავლება, რომლის საფუძველზეც საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და კომისიის დანარჩენი წევრები (9 წევრი) მიიღებენ მათი კომპეტენციის შესაბამის სპეციალიზირებულ ცოდნას;
  • ტრენინგების ადმინისტრირება - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • კენჭისყრის პროცესი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ);
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსება;
  • არჩევნების უსაფრთხოება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ცესკოს სწავლების ცენტრი საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგს ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.