EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტი ლატვიის რესპუბლიკაში

2011 წლის 28 თებერვლიდან  4 მარტამდე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ლატვიის რესპუბლიკას  ესტუმრნენ. მათ შეხვედრები გამართეს  ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერსთან ქ-ნ სოლვიტა აბოლტინასთან, ცენტრალური საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარესთან ბ-ნ არნის ციმდარსთან და ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა ოფიციალურ პირებთან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წევრებს.

ლატვიაში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ელექტრონული სწავლების მეთოდიკაში (E-learning) ლატვიელი კოლეგების  გამოცდილების  გაზიარება.

შეხვედრების შედეგად დაიგეგმა კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონში საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. 

ვიზიტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.