საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება

18.04.2016
ბეჭდვა

2016 წლის 18 აპრილს  დასრულდა 4 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება.

საკონკურსო თემატიკაზე - „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“ სულ შემოსულია 4 საგრანტო პროექტი.

კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:

  1. ააიპ სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი
  2. ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 
  3. ააიპ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალ ექსპერტთა ქსელი მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის
  4. ააიპ განვითარებისა და  დემოკრატიის ცენტრი 

კონკურსის ფარგლებში შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფდა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზის მეშვეობით.

არასამთავრობო ორგანიზაციების საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის საკითხის შემოწმების წესს "გრანტის გაცემის წესი" არეგულირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დადგენილ ვადებში გამოასწორონ არასრულყოფილად წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ ურთიერთობის კოორდინაციას ახორციელებს საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო, მათ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო  შეტყობინების ფორმით. აღნიშნული დამატებით უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სწავლების ცენტრისა და ცესკოს პროაქტიულ თანამშრომლობას.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.

ცხელი ხაზი: 261 21 11; 599 95 83 83

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia