საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

18.04.2016
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 12 – 15 აპრილს, რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაციის და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიწვევით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი რუმინეთში, ქ. ბუქარესტში იმყოფებოდა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: „საარჩევნო კანონმდებლობა და ახალი ტექნოლოგიები: სამართლებრივი გამოწვევები“, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა:  ახალი ტექნოლოგიები - გარდაუვალი გამოწვევა; საარჩევნო კანონმდებლობა და საკონსტიტუციო მოთხოვნები; კანონიერების, ხელისუფლების დანაწილების, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა - ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიები.

მოწვეულმა სტუმრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ადმინისტრაციების მე-13 ევროპულ კონფერენციაში. ბუქარესტის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე განხილვების ძირითადი თემა იყო - „ახალი ტექნოლოგიები არჩევნებში: საზოგადოებრივი ნდობა და გამოწვევები“. მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე წინა საარჩევნო  პერიოდში, ასევე განიხილეს აღნიშნული ტექნოლოგიების ინტეგრირების შესაძლებლობები ხმის დათვლის პროცესში. კონფერენციაზე განიხილეს საკანონმდებლო ჩარჩო ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისას და საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინების საკითხიც. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და დაგეგმვის და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა.

საქართველოსთან ერთად კონფერენციაში ჩართულები იყვნენ ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბრაზილიის, ხორვატიის, დანიის, სომხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, კოსოვოს, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მალტას, მექსიკის, მოლდოვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პალესტინის, პორტუგალიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ტუნისის, თურქეთის და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები. ბელგიის, ესტონეთის და ბრაზილიის, ასევე ვენეციის კომისიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტები, პროფესორები პოლიტოლოგიის მიმართულებით დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან; ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები:  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), დემოკრატიების საზოგადოება, ევროკავშირი (EU), საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA) და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIF). 

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia