2016 წლის 14 და 15 აპრილს, სწავლების ცენტრში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებულობას 2016 წლის 4 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია ცესკოს მიერ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დებულებაში “გრანტის გაცემის წესი“ შეტანილი ცვლილებების შესახებ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: