2016 წლის 29 მარტს დასრულდა 15 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება.
საკონკურსო თემატიკაზე - „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის“ სულ შემოსულია 13 საგრანტო პროექტი.
კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:
კონკურსის ფარგლებში შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფდა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზის მეშვეობით.
არასამთავრობო ორგანიზაციების საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის საკითხის შემოწმების წესს "გრანტის გაცემის წესი" არეგულირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დადგენილ ვადებში გამოასწორონ არასრულყოფილად წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ ურთიერთობის კოორდინაციას ახორციელებს საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო, მათ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო შეტყობინების ფორმით. აღნიშნული დამატებით უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სწავლების ცენტრისა და ცესკოს პროაქტიულ თანამშრომლობას.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.
ცხელი ხაზი: 261 21 11; 599 95 83 83