საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო ხასიათის აქცია პირველკურსელი სტუდენტებისათვის

24.05.2010
ბეჭდვა

2010 წლის 25 მაისს, 13 საათზე, ვერის ბაღში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აწყობს საინფორმაციო ხასიათის აქციას პირველკურსელი სტუდენტებისათვის, რომლებიც წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები. აქციის მიზანია სტუდენტების მოტივირება 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და მათი ინფორმირება საარჩევნო უფლების სრულყოფილად რეალიზების უზრუნველსაყოფად.

აქცია წარიმართება შემდეგი ფორმატით:

  • სტუდენტებს დაურიგდებათ ცენტრის მიერ მომზადებული ბუკლეტები, სადაც გაწერილი იქნება კენჭისყრის პროცედურები, რომელიც ამომრჩეველმა უნდა გაიაროს არჩევნების დღეს;
  • ჩატარდება ინსცენირებული კენჭისყრის პროცესი
  • მოეწყობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ მოწოდებული ნახატების გამოფენა;
  • სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ნახატების დათვალიერების შემდეგ შევიდნენ სპეციალურად მოწყობილ უბანზე, გააკეთონ თავისი არჩევანი და გამოავლინონ საუკეთესო ნახატი;
  • უბანზე შესვლისას სტუდენტები გაივლიან საარჩევნო კოდექსით დადგენილ კენჭისყრის შესაბამის პროცედურას;
  • ხმების დათვლის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მხატვარს გადაეცემა ცენტრის საჩუქარი;
  • ლოტოტრონის მეშვეობით გათამაშდება არჩევნებთან დაკავშირებული კითხვები და გამოვლინდება ”ყველაზე ინფორმირებული პირველი ამომრჩეველი”, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia