საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა
2016 წლის 17 მარტს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც განხორციელდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით.
აღნიშნულ გამოცდაზე სულ დარეგისტრირდა - 4229 მსურველი.
გამოცდაზე გამოცხადდა - 1400 მონაწილე
გამოცდა წარმატებით ჩააბარა - 345 მონაწილემ, რომლებსაც ადგილზე გადაეცათ სერტიფიკატები.
სტატისტიკა გენდერულ ჭრილში
გამოცდაზე გამოცხადდა:
- ქალი - 915
- კაცი - 485
გამოცდა წარმატებით ჩააბარა:
- ქალი - 225
- კაცი - 120