სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2016 წლის 15 მარტიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 11 მარტის №123/2016 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებაზე - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის.
სიტუაციური ანალიზი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ქვეყანაში საარჩევნო კულტურის განვითარების მიზნის ეფექტიანად განხორციელება, სხვადასხვა ასპექტებთან ერთად, უკავშირდება არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის საარჩევნო საინფორმაციო /საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობას, მათი საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისა და ზოგადად კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.
საარჩევნო ადმინისტრაციაში არჩევნებთან დაკავშირებით წარმოებული საჩივრების რეესტრის მიხედვით (იხ. ბმული http://sachivrebi.cec.gov.ge/) იკვეთება, რომ კვლავ მაღალია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრების განუხილველად დატოვებისა და უსაფუძვლობის გამო დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევების სიხშირე. საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკური პარტიებისთვის შესაბამისი საინფორმაციო /საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების აუცილებლობის შესახებ რეკომენდაციები ასევე ასახულია სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში (მაგ., ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, 2012 წლის 1 ოქტომბერი).
საკონკურსო თემატიკა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის
ქვეყანაში მორიგი არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ამის გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არჩევნებთან მიმართებით სამართლებრივ და სხვა ზოგად-კონცეპტუალურ საკითხებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა მინიმუმს (არანაკლებ 21 საათის ხანგრძლივობის), რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით მოიცავს შემდეგ მოდულებს:
ზემოაღნიშნული პროგრამა მინიმუმის წარმოდგენასთან დაკავშირებით პირობის შეუსრულებლობა საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის საფუძველია.
ზემოაღნიშნულის გარდა, მისასალმებელია ასევე საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული სხვა დამატებითი სასწავლო კურსის/მოდულების შემოთავაზება.
შეფასების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამაში გაწერილი იყოს შესაბამისი მოდულის მიზანი, შინაარსი, სწავლების შედეგი, მეთოდოლოგია, ხანგრძლივობა და სწავლების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაცია.
შენიშვნა: საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხრიდან სამიზნე ჯგუფებისათვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ მის მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროგრამაში დამატებით უნდა გაითვალისწინოს 3 საათი სწავლების ცენტრის მიერ ზემოთ მითითებული მოდულების ჩატარებისთვის. სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ სასწავლო კურსის განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული შრომა და სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება სწავლების ცენტრის მიერ.
საგრანტო პროექტის სამიზნე ჯგუფები
პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსის საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ზემოაღნიშულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი პროექტი ერთდროულად უნდა მოიცავდეს ქვემოთ განსაზღვრული კატეგორიებისა და მოთხოვნების შესაბამისად დაკომპლექტებულ სამიზნე ჯგუფებს:
ა) I კატეგორიის სამიზნე ჯგუფი:
- სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის შვიდი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ ოთხი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (დღევანდელი მდგომარეობით საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლების მქონე შვიდი კვალიფიციური პარტიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
- პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილი და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
- ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
- თბილისი (10 საოლქო საარჩევნო კომისია);
- კახეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია);
- ქვემო ქართლი (7 საოლქო საარჩევნო კომისია);
- შიდა ქართლი - მცხეთა-მთიანეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია);
- სამცხე-ჯავახეთი (6 საოლქო საარჩევნო კომისია);
- იმერეთი (თერჯოლისა და ტყიბულის გარდა) (10 საოლქო საარჩევნო კომისია);
- რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თერჯოლა და ტყიბული (6 საოლქო საარჩევნო კომისია);
- სამეგრელო და ზემო სვანეთი (9 საოლქო საარჩევნო კომისია);
- გურია - აჭარა (9 საოლქო საარჩევნო კომისია).
ბ) II კატეგორიის სამიზნე ჯგუფი:
- სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის თერთმეტი კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე არანაკლებ ექვსი კვალიფიციური პარტიიდან მიღებული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (დღევანდელი მდგომარეობით თერთმეტი კვალიფიციური პარტიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
- სწავლების ცენტრს ასევე უნდა წარუდგინოს, ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებში მონაწილე არაუმეტეს ექვსი არაკვალიფიციური პარტიისთვის პროექტში მონაწილეობის შესახებ მოწვევის წერილის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაგზავნილი მოწვევის წერილის შესაბამისად პროექტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული თანხმობის წერილი, ხელმოწერილი პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებში მონაწილე არაკვალიფიციური პარტიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
- პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილი და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
- ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
- თბილისი (10 საოლქო საარჩევნო კომისია);
- კახეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია);
- ქვემო ქართლი (7 საოლქო საარჩევნო კომისია);
- შიდა ქართლი - მცხეთა-მთიანეთი (8 საოლქო საარჩევნო კომისია);
- სამცხე-ჯავახეთი (6 საოლქო საარჩევნო კომისია);
- იმერეთი (თერჯოლისა და ტყიბულის გარდა) (10 საოლქო საარჩევნო კომისია);
- რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თერჯოლა და ტყიბული (6 საოლქო საარჩევნო კომისია);
- სამეგრელო და ზემო სვანეთი (9 საოლქო საარჩევნო კომისია);
- გურია - აჭარა (9 საოლქო საარჩევნო კომისია).
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები
საგრანტო პროექტისთვის, რომელიც განხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ რეგიონში და მოიცავს კონკურსის მიზნებისთვის პოლიტიკური პარტიებიდან წარდგენილი წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობას (24 წარმომადგენელს რეგიონში მოქმედ თითო საოლქო საარჩევნო კომისიაზე გათვლით), დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
თუ პარტიებიდან პროექტში მონაწილეობის შესახებ მიღებული თანხმობის წერილებიდან გამოიკვეთება, რომ შემცირდა პროექტით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობა, არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს წარუდგინოს პროექტის კორექტირებული ბიუჯეტი ზემოაღნიშნული დაანგარიშების პრინციპის გათვალისწინებით. არასამთავრობო ორგანიზაციამ კორექტირებული ბიუჯეტი სწავლების ცენტრს უნდა წარუდგინოს პარტიებისთვის დაგზავნილ მოწვევისა და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილებთან ერთად (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
შენიშვნა:
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა
საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი შეიძლება მოიცავდეს 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის არაუგვიანეს 1 სექტემბრამდე პერიოდს.
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართი №1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2016 წლის 15 მარტის) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).
განმხილველი ორგანო:
საგრანტო საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის შესახებ. საგრანტო საკონკურსო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი №2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე.
გრაფიკი:
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11