საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 29 თებერვლიდან დაიწყო სასწავლო კურსის „საარჩევნო პროცესების მართვა“ განხორციელება საოლქო საარჩევნო კომისიების მუდმივმოქმედი წევრებისთვის.
სასწავლო კურსი „BRIDGE“-ის პროგრამის (დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამა) მიხედვით ხორციელდება. იგი მოიცავს შემდეგი მოდულების სწავლებას: არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები, არჩევნების სანდოობა, საარჩევნო დავების მართვა და მოგვარების მექანიზმები - პრევენცია, საარჩევნო კონფლიქტების მართვა, საარჩევნო ოპერაციების სახელმძღვანელო პრინციპები, საარჩევნო პროცესის დაგეგმვა, დროის მართვა, გუნდის მართვა, ლიდერობა, კომუნიკაცია და ანგარიშგება.
ზემოაღნიშნულ სასწავლო კურსს გაივლის 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი 365 წევრი (ნაკადებად).
ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ მოწვეული BRIDGE-ის ექსპერტ ფასილიტატორსა და ცესკოს წარმომადგენელთან ერთად.
ტრენინგები იმართება ქ. ბათუმში, 2016 წლის 29 თებერვლიდან 6 აპრილის ჩათვლით (სულ ჩატარდება 15 ტრენინგი, თითოეული ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობაა 3 დღე).