ცესკოს სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ოცდახუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.
ცესკოს წარმომადგენლებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შემაჯამებელ შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს ეფუძნება საგრანტო კონკურსის მიმართულებებს, რაც სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის განვითარების პროცესში ამომრჩეველთა განათლებას, პოლიტიკური პარტიების ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას გულისხმობს. ეს მიმართულებებია:
- ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის;
- ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში;
- პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებების ხელშეწყობა (რეგიონულ ჭრილში);
- ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში.
შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს, რომელებმაც დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია საგრანტო კონკურსების მიმდინარეობის შესახებ და იმ ქმედითი მექანიზმების თაობაზე მიაწოდეს, რომლებიც ამ პროცესის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს; შემდეგ კი შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა განათლებას და შესაბამისად სამოქალაქო კულტურის განვითარებას, ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და მათი მოტივაციის ამაღლებას საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
ინფორმაცია 2015 წლის 24 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ
საკონკურსო თემატიკა: - ახალგაზრდა ამომრჩეველთა ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით
- GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - მომავლის ამომრჩეველი“ იხ. პრეზენტაცია
- POST- ალიონი - “არჩევანი - მე!“ იხ.პრეზენტაცია
- კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის - „ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ იხ.პრეზენტაცია
- ინტერნიუსი - საქართველო - „ინფორმირებული ახალგაზრდები სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის“ იხ.პრეზენტაცია
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეა“ - ,,ახალგაზრდული კამპანია არჩევნებისთვის - ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“ იხ.პრეზენტაცია
- სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო - „მე - აქტიური ამომრჩეველი - ინფორმირებიდან ქვეყნის მართვამდე!“ იხ.პრეზენტაცია
- ბორჯღალი - „ცვლილებების მატარებელი“ იხ. პრეზენტაცია
- სოციალური დაცვის ლიგა - ,,ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის საარჩევნო კულტურის განვითარებისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების მიზნით, საგანმანათლებლო ღონისძიებებით სამოქალქო ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ჩართულობით თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ,,შშმ პირთა უფლებების კონვენცის“ 29-ე მუხლის მოთხოვნათა იმპლემენტაციის ფარგლებში, www.pandusgeorgia.com-ის შემდგომი სრულყოფის გზით„ იხ. პრეზენტაცია
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის“ იხ. პრეზენტაცია
- მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის - „ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო ჩართულობის ამაღლება“ იხ. პრეზენტაცია
საკონკურსო თემატიკა: ქალთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე
- ასოციაცია „ქალი და განვითარება - „გენდერული თანასწორობა ქალთა წინსვლისთვის“ იხ. პრეზენტაცია
- ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის - „აირჩიე თანასწორობა!“ იხ. პრეზენტაცია
- სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ქალ ექსპერტთა ქსელი მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის - ‘‘მეტი აქტურად ჩართული ქალი საარჩევნო პროცესებში - მეტი შედეგი ადგილობრივი დემოკრატიის მშენებლობაში“ იხ. პრეზენტაცია
- საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი - „ქალები პოლიტიკაში“ იხ. პრეზენტაცია
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი - „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში“ იხ. პრეზენტაცია
საკონკურსო თემატიკა: საარჩევნო საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამები პოლიტიკური პარტიებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი - “პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო უნარ-ჩვევების გაძლიერება“ იხ. პრეზენტაცია
- განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - „პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად“ იხ. პრეზენტაცია
- სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ - პოლიტიკური პარტია იხ. პრეზენტაცია
საკონკურსო თემატიკა: საქართველოს სომხურენოვანი თემის ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის ასპექტების შესწავლა და საჭიროებების განსაზღვრა
- საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო” - „გააზრებული მხარედაჭერა - ხელი შეეწყოს მომდევნო საარჩევნო ციკლებისათვის ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ახალციხის, წალკისა და ბორჯომის საარჩევნო ოლქებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ამომრჩევლების ფართო რაოდენობრივ და ხარისხობრივ ჩართულობას ელექტორალურ პროცესში“ იხ. პრეზენტაცია
საკონკურსო თემატიკა: ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით
- მედიის განვითარების ფონდი - „დემოკრატიის ტური: არჩევნებიდან ინსტიტუტებამდე“ იხ. პრეზენტაცია
- მრავალეროვანი საქართველოს ქალები - ,,თქვენი არჩევანი საქართველოში დემოკრატიის საწინდარია“ იხ. პრეზენტაცია
- საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი - „სამოქალაქო ჩართულობის ზრდა ბოშების, ავარებისა და უდიების თემებში“ იხ. პრეზენტაცია
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - „აქტიური მოქალაქე - ძლიერი სახელმწიფო“ იხ. პრეზენტაცია
- საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი - „საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაზრდის ხელშეწყობა“ იხ. პრეზენტაცია
- ფონდი ”სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი” - „სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში ახალბედა ამომრჩეველთა ელექტორალური და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა ცნობიერების ამაღლებისა და მათი მოტივირების მეშვეობით“ იხ. პრეზენტაცია