დასრულდა 2015-2016 სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში პარტნიორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაგეგმილი სემესტრული სწავლება. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსი საარჩევნო სამართლის დარგში გაიარა 5 უნივერსიტეტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი) 168 სტუდენტმა, მათ შორის, 111 სტუდენტმა ჟურნალისტიკის მიმართულებიდან, 57 სტუდენტმა იურიდიული ფაკულტეტიდან, ხოლო პრაქტიკული სწავლების კურსი იურიდიული კლინიკის ფორმატში გაიარა ორი უნივერსიტეტის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტი) 12 სტუდენტმა.
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლებას, სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსი საარჩვნო სამართლის დარგში სემესტრულად ხორციელდება 19 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. 2010 წლიდან დღემდე სასწავლო კურსი გაიარა 2883 სტუდენტმა.