მიმდინარე წლის 28 და 30 იანვარს სწავლების ცენტრმა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიწვევით, პოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალთა პროგრამის ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი თემაზე „არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაციის წესი და პირობები“. NDI-ის ექსპერტმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ასევე საარჩევნო კამპანიის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელმა ქალებმა (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა).
საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრი განაგრძობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა ინიციატივების განხორციელებას.