22 იანვარს, ცესკოში მოეწო ღია კარის დღე სტუდენტებისთვის, რომლებიც საარჩევნო სამართლის დარგში, იურიდიული კლინიკის ფორმატში, სემესტრულ სწავლებას გადიან ცესკოს სწავლების ცენტრში.
სტუდენტები პირადად შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარეს და ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვდნენ ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და იმ სიახლეებს, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ინერგება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის - კავკასიის სამართლის სკოლისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა. ცესკო და სწავლების ცენტრი პერიოდულად მართავს მსგავს შეხვედრებს ახალგაზრდებთან, რომლის მიზანია საარჩევნო კულტურის განვითრებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.