საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 2016 წლის 13 იანვარს ამოიწურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოწვევის ვადა. აღნიშნულის გათვალისწინებით სწავლების ცენტრის მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაციით, დაიგეგმა დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისათვის და ასევე იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს.
დამატებითი ტრენინგები გაიმართება 2016 წლის 20-21 იანვარს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ტრენერები.
ტრენინგების გრაფიკი - იხილეთ ბმული