საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ინდოეთში არჩევნების მართვის სასწავლო კურსი გაიარეს

16.12.2015
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არჩევნების მართვის და უნარების განვითარების სასწავლო კურსი ნიუ დელიში გაიარეს. 12 დღის განმავლობაში მათ საარჩევნო ციკლის სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სწავლების ძირითადი თემები იყო: ამომრჩეველთა რეგისტრაცია, მათი ინფორმირება და განათლება საარჩევნო საკითხებზე, ხმის დათვლის პროცედურები, საარჩევნო ტექნოლოგიების სიახლეები და მათი დანერგვის პერსპექტივები, სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილებები, საარჩევნო კამპანიები, ელექტრონული სწავლების შესაძლებლობები, შედეგების მართვის სისტემები, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

სასწავლო კურსში 16 ქვეყნის 29 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ ინდოეთის ცესკოს თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს.

არჩევნების მართვის და უნარების განვითარების სასწავლო კურსს ორგანიზება, ინდოეთის საარჩევნო კომისიის საარჩევნო მართვისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტმა გაუწია. სწავლება, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (ITEC) ფარგლებში განხორციელდა.

კურსის ბოლოს მონაწილეებს სწავლების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia