საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“

14.11.2015
ბეჭდვა

სწავლების ცენტრმა, პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, ტრენერთა მომზადება (TOT) დაიწყო. მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს, ქ. თბილისში, 4 ტრენერი გაივლის საჭირო გადამზადებას, რომლებიც შემდგომ სასწავლო კურსს მარნეულში, ლაგოდეხში, ახალციხესა და ახალქალაქში განახორციელებენ.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ პროფესიული კადრების შერჩევას.

ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავა მიესალმნენ, რომლებმაც აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სასწავლო კურსი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ ითვალისწინებს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესწავლას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები, საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, ასევე კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

სასწავლო კურსს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia