საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოსა და სწავლების ცენტრის ახალი საინფორმაციო-სასწავლო პროექტების პრეზენტაცია

06.11.2015
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ახალი საინფორმაციო-სასწავლო პროექტების პრეზენტაცია გამართეს. პროექტები, პროგრამა „საზოგადოება და არჩევნები“-ს ფარგლებში ხორციელდება.

„არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ და „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, ეს ორი ახალი საინფორმაციო-სასწავლო პროექტია, რომლებიც საარჩევნო კულტურის განვითარებისა და მოქალქეების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით საინფორმაციო-სასწავლო კურსი  „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ საპილოტე ფორმატში პირველ ეტაპზე განხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 14 რეგიონსა და 8 მაღალმთიან რეგიონში განლაგებულ 75 საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის. პროექტი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურება.

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ კი კენჭისყრის პროცედურების შესწავლას მოიცავს, რაც ხელს უწყობს კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ პროფესიული კადრების შერჩევის მიზნით. პროექტი, ასევე პილოტურ რეჟიმში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 4 რეგიონში განხორციელდება.

სასტუმრო ამბასადორში დღეს გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia